- ფინანსური ანგარიშგების აუდიტი
- მიმოხილვის, მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურებები
- საგადასახადო აუდიტი
- საგადასახადო დავები
- საგადასახადო კონსულტაციები
- წინასწარი გადაწყვეტილებები
- მმართველობითი ანგარიშგება
- შეფასება
- დიუ დილიჯენსი
- ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება
- აქტუარული მომსახურება
- ბუღალტრული აღრიცხვა
- სახელფასო მომსახურება
- იურიდიული აუთსორსი
- კომერციული ტრანზაქციები
- ენერგეტიკა
- აქტივების შეძენა, შერწყმა და გაერთიანება
- გადახდისუუნარობა და რესტრუქტურიზაცია
- შრომითი სამართალი
- დავების გადაწყვეტა
- საიმიგრაციო სამართალი
- ხელშეკრულებების გადახედვა და ანალიზი
აუდიტი და მარწმუნებელი მომსახურება
ფინანსური ანგარიშგების აუდიტი
ფინანსური ანგარიშგების აუდიტი საქართველოს კანონის და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (ISA) შესაბამისად.
აუდიტის მიზანია ფინანსური ანგარიშგების მომხმარებლების ნდობის ხარისხის ამაღლება. აღნიშნული მიიღწევა აუდიტორის მიერ მოსაზრების გამოხატვით იმის შესახებ, ფინანსური ანგარიშგება მომზადებულია თუ არა, ყველა არსებითი საკითხის გათვალისწინებით, ფინანსური ანგარიშგების წარდგენის სათანადო საფუძვლების შესაბამისად.
- ფასს-ის შესაბამისად მომზადებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი
- მსს ფასს-ის შესაბამისად მომზადებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი
- საზოგადოდ მიღებული ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების შესაბამისად მომზადებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი
მიმოხილვის, მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურებები
- მიმოხილვის გარიგებები ტარდება მიმოხილვის გარიგებების საერთაშორისო სტანდარტი (მგსს) 2400-ის შესაბამისად. მიმოხილვის გარიგების მიზანია მომხმარებლის ნდობის დონის ამაღლება, შეზღუდული ხასიათის რწმუნების მოპოვება, იმის შესახებ, ფინანსური ანგარიშგება მთლიანობაში შეიცავს თუ არა არსებით უზუსტობებს.
- მარწმუნებელი გარიგებები მოიცავს როგორც დამოწმების გარიგებებს, ისე პირდაპირ მარწმუნებელ გარიგებებს. გარიგების მიზანია გონივრული ან შეზღუდული რწმუნების მოპოვება, იმის თაობაზე განსახილველი ინფორმაცია შეიცავს თუ არა არსებით უზუსტობას. ინვესტიციების დადასტურება, სახელმწიფო ორგანოების მოთხოვნის შესაბამისად, წარიმართება მარწმუნებელი გარიგებების საერთაშორისო სტანდარტების (მგსს) 3000 შესაბამისად.
- დაკავშირებული გარიგებები გულისხმობს ფინანსურ ან არაფინანსურ ინფორმაციასთან დაკავშირებით შეთანხმებული პროცედურების შესრულებას. შეთანხმებული პროცედურების მიზანია აუდიტორმა ჩაატაროს ისეთი აუდიტორული პროცედურები, რომლებზეც აუდიტორი, სამეურნეო სუბიექტი და რომელიმე შესაფერისი მესამე მხარე იყვნენ შეთანხმებულები, და წარადგინოს ანგარიში აღმოჩენილ ფაქტებზე.
საგადასახადო მომსახურება
- საგადასახადო აუდიტი დასკვნის მომზადება კომპანიაში არსებული დარღვევების შესახებ, მათი კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის რეკომენდაციით.
- საგადასახადო დავები კომპანიის ინტერესების დაცვა საგადასახადო ორგანოებთან მიმართებაში.
- საგადასახადო კონსულტაციები კომპანიისთვის რელევანტური საგადასახადო ცვლილებების, სიახლეების და აქტუალური თემების შესახებ კონსულტაციები. კითხვა-პასუხი ონლაინ რეჟიმში, სურვილის შემთხვევაში შეხვედრის ორგანიზება და პრობლემური საკითხების დეტალური განხილვა.
- წინასწარი გადაწყვეტილებები მოთხოვნის მომზადება წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის თაობაზე შემოსავლების სამსახურში წარსადგენად.
ფინანსური საკონსულტაციო მომსახურება
- მმართველობითი ანგარიშგება მმართველობით ანგარიშგების მომზადება ყველა შესაბამისი სტანდარტისა და კანონმდებლობის შესაბამისად, კომპანიის ფინანსური და არაფინანსური ინფორმაციის საფუძველზე.
- შეფასება არამატერიალური აქტივების (ბიზნესწილების, ლიცენზიების, ნებართვების), ყველა კატეგორიის უძრავი და მოძრავი ქონების შეფასება.
- დიუ დილიჯენსი გარიგების დადებამდე შემსყიდველი ან/და მიმწოდებელი მხარისთვის გარიგების წინასწარი სამართლებრივი და ფინანსური შეფასება, გარიგების რისკების და მოსალოდნელი გადაწყვეტილების ანალიზი.
- ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა და შესაბამისი დასკვნის მომზადება.
- აქტუარული მომსახურება რისკების ფინანსური შეფასება ანალიტიკური მოდელების გამოყენებით.
აუთსორსინგი
- ბუღალტრული აღრიცხვა მიმდინარე საბუღალტრო ჩანაწერების წარმოება, დეკლარაციების მომზადება და წარდგენა, საბანკო გადარიცხვების წარმოება, კონსულტაცია ყოველდღიურ საგადასახადო და ფინანსურ საკითხებზე, პერიოდული ფინანსური ანგარიშგების მომზადება. წინა პერიოდების მიმოხილვა, კორექტირებების საჭიროების შემთხვევაში მათი შეთავაზება დამკვეთისთვის.
- სახელფასო მომსახურება თანამშრომელთან დაკავშირებული განაცემების აღრიცხვა-ადმინისტრირება, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და დეკლარირება, ყოველთვიური დეტალური სახელფასო უწყისების წარდგენა დამკვეთისთვის.
- იურიდიული აუთსორსი იურიდიული საკითხების ადმინისტრირება, სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება. რთული და კომპლექსური გარიგებების შედგენა, ყველა სახის ტრანზაქციის – შერწყმის, აქტივების შეძენის, სატენდერო შეთავაზებების, ერთობლივი საწარმოების და კორპორატიული რესტრუქტურიზაციის დოკუმენტაციის მომზადება და მხარდაჭერა მიმდინარე პროცესებზე, იურიდიული დახმარება შრომით სამართალში.
იურიდიული მომსახურება
- კომერციული ტრანზაქციები ჩვენ ვეხმარებით ჩვენს კილენტებს რთული და კომპლექსური გარიგებების შედგენაში, რომელიც გამომდინარეობს რთული თანამედროვე ბიზნეს პროცესებიდან.
- ენერგეტიკა INNOX- ის გუნდი შედგება კომერციულად ორიენტირებულ იურისტებისგან, ენერგეტიკის ინდუსტრიის სხვადასხვა დარგების საფუძვლიანი გამოცდილებით. თითოეული კლიენტის საჭიროებიდან გამომდინარე, გუნდი მჭიდროდ თანამშრომლობს სხვა სპეციალისტებთან, რომელიც შედგება საგადასახადო, გარემოსდაცვითი, სასამართლო გამოცდილების მქონე სპეციალისტებისგან.
- აქტივების შეძენა, შერწყმა და გაერთიანება ის რითაც ჩვენი პრაქტიკა ნამდვილად გამოირჩევა არის ინტეგრირებული საგადასახადო და სამოქალაქო სამართლის ერთობლივი მიდგომა. ფირმის იურისტები მონაწილეობენ M&A– ს ყველა სახის ტრანზაქციაში, როგორიცაა შერწყმა, აქტივების შეძენა, სატენდერო შეთავაზებები, ერთობლივი საწარმოები და კორპორატიული რესტრუქტურიზაცია.
- გადახდისუუნარობა და რესტრუქტურიზაცია ჩვენი გადახდისუუნარობის ჯგუფი გთავაზობთ საკონსულტაციო მომსახურებას კრედიტორებს და პრობლემური ფინანსური სიტუაციების მქონე კომპანიებს.
INNOX- ს იურისტებს აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება გადახდისუუნარობის და გაკოტრების სამართალში.
- შრომითი სამართალი ჩვენი გუნდი გთავაზობთ კვალიფიციურ იურიდიულ დახმარებას შრომით სამართალში და კონფლიქტის მოგვარებას მისი განვითარების ნებისმიერ ეტაპზე.
- დავების გადაწყვეტა INNOX გთავაზობთ ძლიერი სამართალწარმოების გუნდს და დავის მოგვარების სერვისების მრავალფეროვნებას, პროფესიონალურ საკონსულტაციო და კორპორატიული სამართლის სერვისებთან ერთად.
- საიმიგრაციო სამართალი ჩვენ ჩვენს კლიენტებს ვეხმარებით ადამიანური რესურსების საქართველოში წარმატებით გადმოტანაში.
- ხელშეკრულებების გადახედვა და ანალიზი ჩვენ გადავხედავთ თქვენს ნებისმიერი სახის ხელშეკრულებას და უზრუნველვყოთ, რომ იგი შეესაბამებოდეს არსებულ კანონმდებლობას. ასევე დავაზღვევთ რისკებს რაც შეიძლება წარმოიშვას კონტრაჰენტებთან ურთიერთობისას.