IFRS and Crypto assets Cryptocurrencies and Tokens
Many entities classify crypto assets according to their characteristic features trying to accommodate existing standards and regulations.
Classification
- Cryptocurrencies – “currency” designed to function as a medium of exchange such as Bitcoin; Value is derived based on supply and demand;
- Utility tokens – Many of these tokens come from the ICOs and have mainly been used to raise funds for the future projects on Blockchain. It grants the holders access/right to specific products or services; Value is derived from the demand for the issuer’s service or product;
- Security tokens –There are usually no physical assets involved and the tokens are exchanged via contracts between parties. They are similar to securities such as shares or bonds, that provide an economic stake or right in a legal entity to receive cash or another financial asset; Value depends on the success of the company;
- Natural asset tokens – There have been a large number of tokens where they are backed by natural physical assets, such as gold or oil. The token is used to transfer this value and settle the trade.
Value is derived based on the underlying asset;
WE now have a basic understanding what crypto assets are and how they are defined; When it comes to accounting much judgement and considerations are required by auditors as IFRS does not include specific guidance on the accounting for crypto assets. The purpose of the entity for holding crypto asset is key to correct accounting.
Non-applicable standards should be excluded, before discussing accounting of cryptocurrencies and tokens.
As defined in IAS7 and IAS32 cryptocurrencies and Tokens cannot be considered equivalent to cash due to the following reasons:
- it is not widely accepted or used as the monetary unit in pricing goods or services;
- they are subject to significant price volatility;
Let’s split the holding of Cryptocurrencies into two parts:
- held for trading (usually selling within less than a year);
- held for value creation (storing);
In certain circumstances it depends on a specific business model, weather cryptocurrencies can be accounted according to IAS2 or not. for example the entity holding cryptocurrencies for sale in the ordinary course of business, not for capital appreciation, most probably would apply for recognition and measurement of IAS2.
In the second scenario CRYPTOCURRENCIES are held for value creation. IAS38 is applied when the asset is identifiable without any physical substance having the probability of future economic benefits.
In case of Tokens, except for IAS38 and IAS2, prepaid assets accounting might also be applied as tokens are similar to prepayments for future goods or services. In addition when it comes to asset-backed (depending on the type of underlying asset) tokens it might also meet the definition of a financial asset providing a holder with a right to deliver or receive cash or another financial instrument.
MARI TSUTSKIRIDZE
Invited Advisor
Double-degree MBA, IIBA and ACCA Affiliate, CBAP® Candidate
Mobile: (+995) 599 018101
Email: info@innox.ge
20 February 2021
© 2021 INNOX LLC. All rights reserved
Blockchain Technology Prerequisites, Benefits and Challenges
There is much bias and misunderstanding about what Blockchain technology really is and how it works. I would start with the very basics of the Blockchain, that doesn’t require any prior technical knowledge.
At its most simple way, Blockchain is an electronic file used to store mathematically encrypted information in a tamper-proof form and chronological order. It resides on a digital storage media, similar to hard drive, taking the form of a string of binary, ones and zeros, which can be easily processed by computers and then interpreted by humans.
Blockchain has some key attributes, while putting them all together underlines the uniqueness of the technology.
- Distributed ledger – digital file stored in one place and shared, not copied across many devices;
- Immutability – inability to modify Blockchain’s distributed ledger, that prevents ‘double spending’ for all users;
- Accessibility – system ‘accessible to anyone’ or ‘accessible to anyone who has been given permission to view it’;
BLOCKCHAIN KEY ATTRIBUTES |
BLOCKCHAIN |
Distributed Ledger |
IMMUTABILITY |
Accessibility |
Structure
- Public
the rules are consensus-based. there is no single owner of the data: everyone who has access to the data is an owner. Joining the network and adding transactions to the ledger is possible while having computer on which the relevant software has been installed;
- Private
access is given exclusively to a defined community of known and trusted users, where sometimes an authority can be designated for setting the rules and giving out permissions.
- Consortium
Members agree upon certain aspects, for example, what protocol (rules) to use, selecting initial membership list, etc. this kind of Blockchain mainly requires Systematic open interaction, idea exchange, sometimes independent facilitation and a strong, distributed governance.
“Modern seismic shifts utilize great potential of BLOCKCHAIN, only where it is viable and useful.” |
Prerequisites
Data needs to be shared and traced within network |
If following steps are met during assessment stage then company should start drafting Blockchain strategy.
BLOCKCHAIN PREREQUISITES |
Data needs to be updated constantly by community members |
Participants can create trust to validate recorded transactions |
Removal of intermediaries’ simplifies process and reduces costs |
Information is interrelated and creates combined asset |
Benefits, Challenges, Recommendations
Benefits of the technology depend on the industry where it is applied, though improved traceability, trust, security, transparency, speed and efficiency are advantages in common.
Building fully committed community due to different levels of digital readiness and the initial requirement to recognize the mutual benefits of Blockchain-based collaboration considers to be one of the important factors to enable Blockchain.
The first challenge, in countries similar to the republic of georgia, is the need of continued awareness raising; the second challenge is technical and pertains to interoperability, defined as communicating and exchanging information and value between different Blockchain protocols. Achieving this goal requires embracing the open source movement, agreeing common standards and establishing trusted Blockchain, all of which are complex problems to overcome.
Blockchain implementation without involvement of Governmental force will take a lot more time and financial recourses. Blockchain consortium creation and extensive involvement of Government will play a pivotal role to foster innovation. In order to regulate Blockchain on a large-scale pattern, government should first invest in technology understanding. Next, actively support the development of technical standards. And finally, make it possible to set up small-scale demonstration projects for Blockchain ventures.
MARI TSUTSKIRIDZE
Invited Advisor
Double-degree MBA, IIBA and ACCA Affiliate, CBAP® Candidate
Mobile: (+995) 599 018101
Email: info@innox.ge
15 February 2021
© 2021 INNOX LLC. All rights reserved
დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნის სახეები
აუდიტის ზოგადი მიზანია ფინანსური ანგარიშგების მომხმარებლების ნდობის ხარისხის ამაღლება, აღნიშნული მიიღწევა აუდიტორის მიერ მოსაზრების გამოხატვით იმის შესახებ, თუ რამდენად შეესაბამება ფინანსური ანგარიშგება წარდგენის სათანადო საფუძვლებს და რამდენად უტყუარად და სამართლიანადაა წარმოდგენილი იგი.
დამოუკიდებელი აუდიტორის მოსაზრება ზოგად დონეზე შეიძლება იყოს არამოდიფიცირებული (ხშირად მოიხსენიებენ, როგორც „უპირობო“) და მოდიფიცირებული, თავის მხრივ მოდიფიცირებული მოსაზრება კი არის სამი ტიპის: პირობითი მოსაზრება, უარყოფითი მოსაზრება და უარი მოსაზრების გამოთქმაზე.
მოდიფიცირების ტიპის დადგენა დამოკიდებულია იმ საკითხის ხასიათზე, რომელიც იწვევს მოდიფიცირების საჭიროებას, ასევე ფინანსურ ანგარიშგებაზე ამა თუ იმ საკითხის გავლენის ან შესაძლო გავლენის ყოველისმომცველობის აუდიტორისეულ განსჯაზე.
„ყოვლისმომცველობა“ არის ტერმინი, რომლითაც დგინდება ცდომილებების ან/და აღმოუჩენელი (სიტუაცია, როდესაც ვერ ხდება საკმარისი და შესაფერისი რწმუნებების მოპოვება) ცდომილებების მიმდინარე და პოტენციური ეფექტები ფინანსურ ანგარიშგებებზე.
ასს 705-ის 5ა პარაგრაფის მიხედვით არსებობს სამი ტიპის ყოვლისმომცველობის ეფექტი:
ა) რომელიც არ შემოიფარგლება ფინანსური ანგარიშგების კონკრეტული ელემენტებით, ანგარიშებით ან მუხლებით;
ბ) რომელიც შემოიფარგლება ფინანსური ანგარიშგების კონკრეტული ელემენტებით, ანგარიშებით ან მუხლებით და წარმოადგენს ფინანსური ანგარიშგების არსებით ნაწილს;
გ) რომელსაც აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა მომხმარებლების მიერ ფინანსური ანგარიშგების გაგებისათვის.
დასკვნის ფორმირებისას დამოუკიდებელი აუდიტორი ითვალისწინებს შემდეგ მნიშვნელოვან საკითხებს:
- მოპოვებული რწმუნებების რაოდენობრივი და ხარისხობრივი დონე;
- დაუკორექტირებელი შეცდომების ჯამური არსებითობა;
- კომპანიის მიერ გამოყენებული დაშვებების ხარისხობრივი ასპექტები;
- სააღრიცხვო პოლიტიკა, მისი თანმიმდევრულობა, რელევანტურობა და წარდგენა ანგარიშგებაში;
- ფინანსური ანგარიშგებაში წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორე, სანდოობა, შედარებითობა და აღქმადობა;
- ფინანსური ანგარიშგებების ზოგადი პრეზენტაცია, სტრუქტურა და შინაარსი, გამოყენებული ტერმინოლოგია და ანალიზის უნარი.
არამოდიფიცირებული მოსაზრება
იმ შემთხვევაში, თუ დამოუკიდებელი აუდიტორი ჩატარებული პროცედურების საფუძველზე დაასკვნის, რომ ფინანსური ანგარიშგება, ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით, მომზადებულია ფინანსური ანგარიშგების წარდგენის სათანადო საფუძვლების შესაბამისად, ის გამოსცემს არამოდიფიცირებულ მოსაზრებას, რაც ცალსახად პოზიტიურად მიუთითებს კომპანიის მენეჯმენტის სწორ და სტანდარტებთან შესაბამის მუშაობაზე.
პირობითი მოსაზრება
მოდიფიცირებულ მოსაზრებებს შორის ყველაზე მსუბუქად პირობითი მოსაზრება მოიაზრება, რომელიც შეიძლება გაიცეს ორ შემთხვევაში:
1) აუდიტორმა მოიპოვა რწმუნებები, რომლებიც მიუთითებენ არსებით ცდომილებებზე, თუმცა ამ ცდომილებებს არ აქვთ ყოვლისმომცველი ეფექტი – ასეთი ცდომილებები შეიძლება გამოწვეული იყოს სააღრიცხვო პოლიტიკის შერჩევისა და დანერგვის სირთულით, ან განმარტებითი შენიშვნების წარმოდგენის ადეკვატურობით.
2) აუდიტორმა ვერ მოიპოვა საკმარისი და სათანადო მტკიცებულებები, თუმცა პოტენციური ეფექტი მოპოვების შემთხვევაში იქნებოდა არსებითი, მაგრამ არა ყოვლისმომცველი.
აუდიტორის მიერ მტკიცებულების ვერ მოპოვება ცნობილია როგორც მასშტაბის შეზღუდვა მისი გამომწვევი შედეგები შეიძლება იყოს:
ა) საწარმოს კონტროლის მექანიზმების მოშლა – მაგალითად ბუღალტრული გატარებების წაშლა პროგრამიდან;
ბ) შინაარსობრივი და დროითი შეზღუდვები – მაგალითად აუდიტორის დანიშვნა მარაგების ინვენტარიზაციის ან/და სალაროს ინვენტაზაციის შემდგომ;
გ) მენეჯმენტის წინააღმდეგობა – მაგალითად კომპანია უარს ამბობს გაგზავნოს დასტურის წერილი მესამე მხარესთან.
პირობითი მოსაზრების გაცემის შემთხვევაში დასკვნას აქვს პოზიტიური „Except For“ ფორმა, რაც გულისხმობს იმას, რომ აუდიტორი, გარდა პირობითი მოსაზრების მქონე ასპექტისა, მიუთითებს მოცემული ფინანსური ანგარიშგებების სამართლიან და უტყუარ წარდგენაზე.
უარყოფითი მოსაზრება
უარყოფითი მოსაზრება გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც აუდიტორის მიერ აღმოჩენილი ცდომილება არსებითიცაა და ყოვლისმომცველიც.
ყოვლისმომცველობის სამივე შემთხვევისათვის მაგალითებს ექნება შემდეგი სახე:
1) რომელიც არ შემოიფარგლება ფინანსური ანგარიშგების კონკრეტული ელემენტებით, ანგარიშებით ან მუხლებით – არ არის დარიცხული ცვეთა ძირითად საშუალებებზე; მოთხოვნების ნაშთის 50%-ზე მეტი ეკუთვნის კომპანიას, რომელიც გაკოტრებულია; სავაჭრო ვალდებულებები შემცირებულია – ყველა ცდომილება არსებითია და აქვთ მნიშვნელოვანი გავლენა ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაზე.
2) რომელიც შემოიფარგლება ფინანსური ანგარიშგების კონკრეტული ელემენტებით, ანგარიშებით ან მუხლებით და წარმოადგენს ფინანსური ანგარიშგების არსებით ნაწილს – სამშენებლო კომპანიას უკვე აშენებული ბინები ნაღიარები აქვს, როგორც ძირითადი საშუალება და არა მარაგი, შესაბამისად დარიცხული აქვს ცვეთა, ეს ბინები კი მთლიანი აქტივების 90%-ს შეადგენს.
3) რომელსაც აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა მომხმარებლების მიერ ფინანსური ანგარიშგების გაგებისათვის – არსებობს ფუნქციონირებად საწარმოსთან დაკავშირებული არსებითი განუზღვრელობა, რაც არის შესაბამისად განმარტებული შენიშვნებში.
უარყოფითი მოსაზრების გაცემის შემთხვევაში დასკვნას აქვს უარყოფითი ფორმა, რაც გულისხმობს იმას, რომ აუდიტორი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მოცემული ფინანსური ანგარიშგება არ არის წარმოდგენილი უტყუარად და სამართლიანად.
უარი მოსაზრების გამოთქმაზე
აუდიტორი უარს ამბობს მოსაზრების გამოთქმაზე მხოლოდ მაშინ, როდესაც ვერ ახერხებს შესაფერისი და საკმარისი მტკიცებულებების მოპოვებას და ცდომილების პოტენციური ეფექტი არის როგორც არსებითი, ისე ყოვლისმომცველი.
ამავდროულად, მოსაზრების გამოთქმაზე უარი შეიძლება ითქვას იმ შემთხვევაშიც, თუ არსებობს რამდენიმე განუზღვრელობა და მათი ჯამური ეფექტი არ იძლევა მოსაზრების გამოთქმის საშუალებას.
მოსაზრების გამოთქმაზე უარის შემთხვევაში დასკვნას აქვს მკვეთრად უარყოფითი ფორმა, სადაც ახსნილია კუმულატიური ეფექტი არსებითი განუზღვეროლებისა.
აუდიტის დასკვნას გააჩნია შემდეგი საბაზისო ელემენტები:
- სათაური – აუდიტორი წარმოადგენს დამოუკიდებელ სუბიექტს, რაც გამოარჩევს კიდეც მის მიერ გამოცემულ დასკვნას სხვა ნებისმიერი დასკვნისაგან, შესაბამისად, დასკვნის სათაურში აუცილებლად არის ნახსენები, რომ დასკვნა ეკუთვნის დამოუკიდებელ აუდიტორს;
- ადრესატი – დასკვნაში ნაჩვენებია, თუ ვინ წარმოადგენს მოცემული დასკვნის ადრესატს – ძირითად შემთხვევებში ადრესატები არიან კომპანიის მფლობელები ან/და ხელმძღვანელობისა და მართვის უფლებამოსილებით აღჭურვილი პირები;
- მოსაზრება და მოსაზრების საფუძველი – დასკვნის ძირითადი ნაწილი, აუდიტორის მიერ ჩატარებული პროცედურების შეჯამება, მოსაზრება იმის შესახებ, თუ რამდენად უტყუარად და სამართლიანადაა წარმოდგენილი მოცემული ფინანსური ანგარიშგებები;
- საწარმოს ფუნქციონირებადობა – თუ აუდიტორი თვლის, რომ კომპანიას შეეძლება შეექმნას ფუნქციონირებასთან დაკავშირებული პრობლემები მომავალი 1 საოპერაციო წლის განმავლობაში, ის ცალკე გამოყოფს „ფუნქციონირებად საწარმოსთან დაკავშირებული არსებითი განუზღვრელობის“ აბზაცი;
- აუდიტის მნიშვნელოვანი საკითხები, სხვა ინფორმაცია – აუდიტის პროცესში მოპოვებული დამატებითი ინფორმაციის განხილვა, კომპანიის მენეჯმენტისა და აუდიტორის პასუხისმგებლობა მოცემულ ინფორმაციასა და მის დამუშავებასთან დაკავშირებით;
- ხელმძღვანელობისა და მართვის უფლებამოსილებით აღჭურვილი პირების პასუხისმგებლობა ანგარიშგებების წარდგენასთან დაკავშირებით, აუდიტორის პასუხისმგებლობა და კანონით ან/და რეგულაციებით დადგენილი სხვა პასუხისმგებლობები;
- გარიგების პარტნიორის სახელი და ხელმოწერა;
- დასკვნის თარიღი.